ალბათ გუშინდელი დღესავით გახსოვთ, თუ როგორ გამოუცვალეთ პირველი საფენი თქვენს პატარას, ახლა კი უკვე დროა მივაჩვიოთ ის ქოთანზე დაჯდომას. ამ პროცესის წარმატება მეტწილად დამოკიდებულია თქვენი შვილის მზაობაზე. მშობელმა მისი ქცევის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები, თუ როდის არის მზად ბავშვი ამისთვის. მზაობა გამოიხატება შემდეგი ნიშნების ქონაში:
ფიზიკური ნიშნები
- შეუძლია სიარული და სირბილი;
- აქვს რეგულარული/კარგი კუჭის მოქმედება;
- აქვს „მშრალი“ პერიოდები სულ მცირე ორი საათი, ან ჩათვლემის დროს (შუადღის ძილი), რაც მიგვანიშნებს, იმაზე, რომ მისი კუნთები საკმარისადაა განვითარებული შარდის შესაკავებლად.
ქცევის ნიშნები
- შეუძლია მშვიდად იჯდეს ერთ პოზიციაში 2 ან 5 წუთი;
- დამოუკიდებლად შეუძლია საცვალის ჩაწევა/აწევა;
- აქვს დისკომფორტის შეგრძნება სველი ან ჭუჭუყიანი საფენის ტარებისას;
- მიგანიშნებს ფიზიკურად ან სიტყვიერად როდესაც ქოთანზე უნდა დაჯდომა;
- გამოხატავს სურვილს იყოს დამოუკიდებელი;
- ცდილობს მიბაძოს მშობლებს;
- ამაყობს თავისი მიღწევებით;
- მზად არის ისწავლოს საპირფარეშოს გამოყენება.
კოგნიტური ნიშნები
- ესმის თავისი სხეულის, როდის აძლევს ნიშანს, რომ დროა ქოთანზე დაჯდეს, ან მოითმინოს ვიდრე ქოთანზე დაჯდება;
- შეუძლია მარტივი მოქმედებების შესრულება, მაგალითად როგორიც არის; „წადი აიღე სათამაშო“;
- ამ პროცესისთვის აქვს შერჩეული სიტყვები, რითიც მიგახვედრებთ, რომ სურს ქოთანზე დაჯდომა.
ნუ იჩქარებთ, მიაჩვიეთ ბავშვი ქოთანს თანდათანობით. თუ ბავშვი გაძლევთ ნიშანს, რომ ჯერ მზად არ არის და ჭირვეულობს, ნუ დააძალებთ. გაითვალისწინეთ მისი აზრი და სურვილი. ქოთანზე მიჩვევა, ეს ხანგრძლივი პროცესია და თქვენი პატარა სრულ წარმატებას დროთა განმავლობაში მიაღწევს.
ოპტიმალურად მიიჩნევა და ბავშვს შეუძლია ქოთანს მიეჩვიოს 18-24 თვის ასაკში. 12 თვემდე ასაკის ბავშვი ვერ აკონტროლებს და აცნობიერებს თავის მოქმედებებს, რაც უკავშირდება შარდვას და კუჭის მოქმედებას.
ავტორი: მარიამ ბუთურიშვილი