ის რაც მშობლებმა დიდი ხანია ინტუიციურად ვიცით, მეცნიერებმა დაადასტურეს – არ უნდა დავტოვოთ მტირალი ბავშვი უყურადღებოდ. არსებობს თეორიები და აღრზდის მეთოდები, როდესაც ბავშვს უშვებენ, რომ ბოლომდე იტიროს და თვითონვე დაწყნარდეს. აღმოჩნდა, რომ ეს მიდგომა ბავშვს ავნებს, რადგან ხანგძლივი ტირილის დროს, ბავშვის ორგანიზმი დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონს, კორტიზოლს გამოიმუშავებს და ამცირებს ზრდის ჰორმონების გამომუშავებას. ჰორმონების ცვლილება, თავის მხრივ, ტვინის ნერვის ქსოვილის განვითარებას უშლის ხელს და იმუნიტეტის სისტემას ასუსტებს.
იელის და ჰარვარდის უნივერსისტეტის სამედიცინო სკოლის კვლევების მიხედვით, ანალოგიურად დეპრესიაში მყოფ ზრდასრულებისა, სტრესი ცვლის ჩვილ ბავშვის ნერვულ სისტემას და იწვევს სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს ტვინში. ბავშვს თუ ხშირად მარტო ტოვებენ, რომ იტიროს, მას შესაძლოა ზე-აქტიური ადრენალინის სიტემა ჩამოუყალიბდეს. შესაბამისად, ზრდასრულ ასაკში შეიძლება აგრესია და იმპულსური ქცევები გამოავლინოს.
სხვა კვლევების მიხედვით, ბავშვები, რომლებიც პირველი 3 თვის მანძილზე ძალიან ბევრს ტირიან, ინტელექტუალურ და სოციალურ უნარებში უკან ჩამორჩებიან სხვა ბავშვებს. ამ კვლევების მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში, დედის რეაგირებაა ბავშვის ემოციურ ნიშნებზე.