თუ გინდათ რომ თქვენმა პატარამ მოგისმინოთ, დაგიჯეროთ და რაც მთავარია თავაზიანად საუბარი ისწავლოს, ყურადღება მიაქციეთ თქვენი საკუთარი საუბარის ტონს და მანერას.
- ნუ ეტყვით: „თუ საჭმელს არ შეჭამ, პარკში არ წავალთ!“
უთხარით: „როგორც კი საჭმელს დაასრულებ, მაშინვე წავალთ პარკში!“ - ნუ ეტყვით: „ბოლოსდაბოლოს, მოდი ახლავე აქ!“
უთხარით: „შეგიძლია თავად მოხვიდე, თუ მე დაგეხმარო?“ - ნუ ეტყვით: „ნუ აჯახუნებ კარს!“
უთხარით: „გთხოვ, კარი ფრთხილად დახურე!“ - ნუ ეტყვით: „შეწყვიტე სათამაშოების სროლა, თორემ ახლავე სანაგვეში ჩავყრი!“
უთხარით: „ვიცი, გაბრაზებული ხარ, რადგან შენთან ერთად სათამაშოებით თამაში არ შემიძლია. არ გინდა დიდი ხნით ჩაგეხუტო მანამ, სანამ თავს უკეთ იგრძნობ?“ - ნუ ეტყვით: „ნახე, რა ჩაიდინე, რძე დაღვარე!“
უთხარით: „რძე დაიღვარა, მოდი ერთად დავასუფთაოთ!“ - ნუ ეტყვით: „ცუდი ბიჭი/გოგო ხარ! რატომ დახატე კედლებზე? ვეღარასოდეს მიიღებ სახატავ ფანქრებს!“
უთხარით: „კედლები არ არის იმისათვის, რომ დახატო. შეგიძლია ქაღალდზე დახატო.“ - ნუ ეტყვით: „რატომ არასდროს შეგიძლია, რომ გამოყენებული ნივთები თავის ადგილას დადო?“
უთხარით: „ძალიან დამეხმარები, თუ შენს გამოღებულ წვენს მაცივარში შეინახავ!“ - ნუ ეტყვით: „დახურეთ კარი, რა ჯანდაბა გჭირთ?!“
უთხარით: „ბავშვებო,კარი ღიაა!“ - ნუ ეტყვით: „არ მაინტერესებს, ვინ დაიწყო ჩხუბი პირველმა!“
უთხარით: „თქვენ მართლა ძალიან გაბრაზებული ხართ ერთმანეთზე, არ გინდათ დასხდეთ და ერთმანეთში მოაგვაროთ?“
ავტორი: ნინო ფხაკაძე