დასიებული ფეხები ორსულობის ერთ-ერთი უცნაური, მაგრამ საკმაოდ ხშირი „გვერდითი მოვლენაა“. ორსულობის დროს ორგანიზმის სითხის შემცველობა 50%-ით იზრდება, განსაკუთრებით ხელებსა და ფეხებში. ეს სითხე ორგანიზმის ქვედა ნაწილში ჩადის, განსაკუთრებით თუ ფეხზე ხშირად მოგიწიათ დგომა ან თუ ცხელა. ფეხების გარდა, შეიძლება სითხე დაგდროვდებს სახესა და წვივებში.
თქვენს ორგანიზმს შეიძლება შემდეგნაირად დაეხმაროთ:
- არ იჯდეთ დიდხანს.
- ფეხები ხშირად ასწიეთ (გულზე მაღლა).
- ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი.
- გააკეთეთ ფეხის სავარჯიშოები.
ფეხის სავარჯიშოები
- მოხარეთ და გაასწორეთ ტერფები 30- ჯერ.
- შეკარით წრე ფეხით რვაჯერ ერთი მიმართლებით, შემდეგ გაიმეორეთ მეორე მიმართულებით.
ორსულობის დროს დასიება ნორმალურია,თუმცა აუცილებლად მიმართეთ ექიმს ,თუ დასიებას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები: მუცლისა და თავის ტკივილები, ღებინება, გაბრუება, მხედველობის გაუარესება ან იშვიათი შარდვა. ამ სიმპტომების შემთხვევაში არსებობს პრეეკლემსიის რისკი, რომელიც ორსულობის საშიში გართულებაა (პლეეკლემსიაზე მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ).