პატარები სამყაროს ღრუბელივით ისრუტავენ. თითოეული ახალი გამოცდილება, მათ ფანტაზიას ამდიდრებს და პიროვნულად ავითარებს. მშობლის უპირველესი ამოცანა, ბავშვის კვებისა და უსაფრთხოების შემდგომ, სწორედ რომ ასეთი ახალი გარემოებების შექმნაა.
წაიყვანეთ თქვენი შვილი სამსახურში. იმის გარდა, რომ დამატებით გამოცდილებას შესძენთ, ბავშვს დამატებით სიმშვიდეს შემატებს იმის ვიზუალიცაზია, თუ დღის უმეტეს ნაწილს სად ატარებთ.
სანამ ბაშვს სამსახურში წაიყვანთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ:
გააფრთხილეთ უფროსი შეიძლება სამსახურში უკვე გაქვთ ბავშვების დღე ოფისში. დასავლეთში ეს ფართოდ მიღებული პრაქტიკაა. თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ საკითხი მენეჯმენტთან დააყენოთ ამის თაობაზე, სულ რომ არაფერი ეს ხომ კარგი PR-ის ნაწილია. სანამ ბავშვს სამსახურში წაიყვანთ, გააფრთხილეთ უფროსი და კოლეგები.
აარჩიეთ დრო როგორც წესი სკოლამდელი ბავშვებისთვის საუკეთესო ასაკი დილაა, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვის სამსახურში წაყვანა დღის მეორე ნახევარში უფრო ლოგიკურია. ისიც გაითვალსწინეთ, თუ დღის რომელ მონაკვეთში ხდება ყველაზე საინტერესო რაღაცეები და როდის შეიძლება ბავშის იქ ყოფნამ სხვებს ხელი შეუშალოს.
გაითვალისწინეთ სამსახურის ეტიკეტი და წესები – ბავშვმა გარემო, რომ ბოლომდე შეიცნოს, ჩააცვით ისე როგორც თქვენ იცმევთ სამსახურში. მისაღებში თუ თქვენს მისვლას ელექტრონულად აფიქსირებთ, ბავშვიც დააფიქსირეთ (თუნდაც სტუმრის საშვით). თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჩართეთ ბავშვი სამუშაო პროცესში მაქსიმალურად, ისე რომ თქვენ ხელი არ შეგეშალოთ.
გააცანით ბავშვი კოლეგებს – და აუხსენით თითოეული რას საქმიანობს.
გადაიღეთ ფოტოები – როცა სახლში დაბრუნდებით, სთხოვეთ რომ დახატოს შთაბეჭდილებები.