მრავალი კვლევა არსებობს, რომელიც “მიმდევრობის ეფექტის” ფენომენს, ანუ უფროსი და-ძმის ინტელექტუალურ უპირატესობას აღწერს. ამ მოვლენის უკან ორი სხვადასხვა მიზეზი სახელდება:
- 2017 წლს ჩატარებული ედინბურგისა და სიდნეის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევა ასკვნის, რომ მშობლების მხრიდან, უფროსი ბავშვის ინტელექტუალურ სტიმულირებას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე მომდევნო ბავშვების განვითარებას. მკლევარებმა, კოგნიტურ ტესტებში, უფროსი ბავშვის გონებრივი განვითარების უპირატესობა 1 წლის ასაკშიც კი დააფიქსირეს. მრავალშვილიანი დედებისთვის, ეს სიურპრიზი არ იქნება, პირველ ბავშვს, ძალაუნებურად, მეტი ყურადღება, ენერგია და ნერვიულობა ერგება. თუმცა, რაც მოულოდნელი გამოჩნდა არის ის, რომ უფრო დიდი შანსია პირველი ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ყავდეს დედას, ვიდრე მომდევნო ბავშვები. ასევე, ქალი პირველი ორსულობის შემთხვევაში, ნაკლებ რისკებზე მიდის – ნაკლები შანსია, რომ ეწეოდეს და ალკოჰოლს იღებდეს.
- 2015 წლის ლაიფციგის უნივერსიტეტის კვლევა ამ მოვლენის უკან სხვა მიზეზს ასახელებს: იმის გარდა, რომ უფროსი ბავშვები მშობლებისგან მეტ ყურადღებას იღებენ, ისინი, ინტელექტუალურ სტიმულირებას უმცროსი და-ძმის ‘აღზრდაში’ იღებენ, იქნება ეს მეცადინეობაში დახმარება თუ სხვა საყოფაცხოვრობო საკითხებში უმცროსი და-ძმის დაკვალიანება.
კარგი ამბავი ის არის, რომ ემოციურ მხარდაჭერაში, მკვლევარებს მშობლების მხრიდან განხსვავება არ შეუნიშნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლები სიყვარულს და სითბოს ერთნაირად გამოხატვავენ ყველა შვილის მიმართ.
გამონაკლისები, რა თქმა უნდა, ბევრია. ხშირად გვხვდება უმცროსი ბავშვი უფროს და-ძმაზე ჭკვიანი. თუმცა, მშობლებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ბუნებრივად ხდება უმცროს ბავშვებზე ყურადღების მოდუნება და პატარები უნებლიედ, არ დაგეჩაგროთ.