ორისთვის ჭამა:
ორსულებს შეიძლება გული დაგწყდეთ, მაგრამ ორსულობისას ბევრად მეტი კალორიის მიღება არ გჭირდებათ. მესამე ტრემესტრშიც კი მხოლოდ 200 კალორიით მეტი სჭირდება ორსულ ქალს, რაც ერთ ფუნთუშას, ან კიდევ ერთ სუფრის კოვზ მაიონეზს უდრის.
ქალებს შეუძლიათ კვების რეჟიმი დაიცვან ისე, რომ ბავშვს არაფერი ავნონ.სწორი კონტროლირებული კვების შემთხვევაში, ნაკლებ წონას იმატებს ორსული, რაც ბავშვის წონაზე არ მოქმედებს, მაგრამ ჩვილებში პრეეკლემსიის შანსს ამცირებს. პეეკლმსია ორსულობის პოტენციურად საშიში გართულებაა, რომელიც მაღალ წნევას იწვევს.
თვითმფრინავით მგზავრობა
ალბათ ხშირად გაიგონებდით, რომ ორსულობისას ფრენა არ შეიძლება. ავიახაზები, 8-9 თვის ორსულებს ფრენას უკრძალავენ მხოლოდ იმიტომ, რომ თვითმფრინავში მშობიარობა არ დაიწყონ და არა იმიტომ, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ორსულობის და ფრენის შესახებ მეცნიერული კვლევები თითქმის ყოველთვის სტიუარდესებზე დაკვირვებით ტარდება. 1999 წელს ფინეთში ჩატარებულმა კვლევამ ვნებათაღელვა გამოიწვია იმის გამო, რომ სტიუარდესებს, რომლებიც 1978-1994 შუალედში მუშაობდნენ, ოდნავ მეტი შანსი ჰქონდათ მუცელის მოშლისა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, სავარაუდო მიზეზად უძილობა დასახელდა და არა ფრენა.
ჩვეულებრივი ქალები, რა თქმა უნდა, არ დაფრინავენ, როგორც სტუარდესები, ამიტომ ფრენა სრულიად უსაფრთხოა უმეტესობა ქალებისთვის. თუ გაქვთ მაღალი წნევა, დიაბეტი ან სხვა გაზრდილი რისკფაქტორები, მგზავრობის დაგეგმვამდე მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
მენსტრუაციის ტკივილი:
„მშობიარობის შემდეგ მენსტრუაციისთან დაკავშირებული ტკივილები გაგვიქრება ან შემცირდება“, ასე გვეუბნებიან, ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა, როგორც მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, ასე პირდაპირი კავშირი არ იკვეთება. მართალია, რომ ასაკთან ერთად, ტკივილი იკლებს, დამოუკიდებლად იმისა, ბავშვს აჩენს ქალი თუ არა, თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქალების გარკვეულ ნაწილში მშობიარობის დროს მენჯის დიაფრაგმის დაზიანებაა შესაძლებელი, ასევე, აზიანებს ნერვებს, რომელიც საშვილოსნოს ტვინთან აკავშირებს, რაც შეიძლება ტკვილის გრძნობადობას ამცირებდეს.