“დედიკო“ არის სოციალური საწარმო, რომელიც ფონდი კონსტანტას მიერ შეიქმნა მარტოხელა დედებისა და მზრუნველი ქალების მხარდასაჭერად. ჩვენი მიზანია იმ ქალებს, რომლებიც ხშირად ყოველდღიურ საზრუნავში იკარგებიან, მივცეთ განვითარების საშუალება, დავეხმაროთ პროფესიის შეძენაში და გავაძლიეროთ მათი რწმენა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მიმართ.
ჩვენ ვასაქმებთ მარტოხელა დედებს და ქალბატონებს, რომლებიც ოჯახის ასაკოვან წევრებზე ზრუნავენ. ვასწავლით მათ ახალ პროფესიას, ვაძლევთ განვითარების საშუალებას და ღირსეული მომავლის იმედს. ჩვენი საწარმოს პროდუქცია არა მხოლოდ ქართული მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ნივთებია, არამედ ჩვენი გუნდის თითოეული ქალბატონის ამბავია თქვენამდე სიკეთით და სითბოთი მოტანილი.