შპს „დედიკოს“-ს (შემდგომში „კომპანია“) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები არეგულირებს შპს „დედიკოს“-ს (ს/ნ: 405710477) (შემდგომში „კომპანია“) მიერ, ვებ-გვერდის გამოყენებისას, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.
კომპანია ვებ-გვერდის ოპერირებას ახორციელებს ——– (ს/ნ: ————) (შემდგომში: „———–“) მეშვეობით. ხოლო, საგადახდო სისტემის უზრუნველსაყოფად იყენებს ———– მომსახურებას.
ტერმინთა განმარტება:
პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
მონაცემთა დამუშავება − მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება;
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
მესამე პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობების მიზანი
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობების მიზანია, განვმარტოთ თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კომპანია, რა მიზნით მუშავდება თითოეული პერსონალური მონაცემი და რა ზომებს მიმართავს კომპანია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ ძირითადი ინფორმაცია, თუ როგორ მუშავდება კომპანიის მიერ მათი პერსონალური მონაცემები, როგორ იცავს კომპანია მოქმედ კანონმდებლობასა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას.
კომპანია პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძველი
კომპანიის მიერ მონაცემთა სუბიექტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
კომპანია მონაცემთა სუბიექტთა მონაცემებს ამუშავებს შემდეგი საფუძვლით:
პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყაროები
უშუალოდ მონაცემთა სუბიექტის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები:
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები
პერსონალურ მონაცემთა კატეგორია
კომპანიის მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციულად:
პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და მიიღოს ამ მონაცემების ასლები. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:
არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
კომპანია შესაბამის რეაგირებას განახორციელებს მონაცემთა სუბიექტის შეტყობინების მიღებიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა
მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:
უფლებების შეზღუდვის ზომას კომპანია იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.
მონაცემების გაზიარება
კომპანია მონაცემთა სუბიექტების პერსონალურ მონაცემებს უზიარებს ——————————- ისინი უზრუნველყოფენ კომპანიის სერვისის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა
კომპანია არ ახორციელებს მონაცემთა სუბიექტთა პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემას.
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა
პერსონალური მონაცემები ინახება მონაცემების მოპოვებიდან არაუმეტეს — (—–) წლის განმავლობაში.
პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც საჭიროა იმ მიზნების შესასრულებლად, რომელთა მიღწევისთვისაც შევაგროვეთ ასეთი ინფორმაცია, მათ შორის, სამართლებრივი მიზნებისთვის.
პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადის განსაზღვრის კრიტერიუმი ასევე არის კომპანიის საქმიანობის გამართულად წარმართვა. კომპანიისთვის აღნიშნული ვადით პერსონალური მონაცემებს დამუშავება აუცილებელია კომპანიის ჯეროვნად ოპერირებისთვის.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემები ავტომატურად განადგურდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი არსებობს პერსონალური მონაცემების უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვის ლეგიტიმური ინტერესი და შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
მონაცემთა სუბიექტის მიერ გასაჩივრების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოს კომპანიას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.
მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს მიმართოს კომპანიას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@dediko.ge
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად, უსასყიდლოდ მიიღოს მის შესახებ ინფორმაცია (უფრო დეტალურად იხილეთ მონაცემთა სუბიექტის უფლებების თავი).
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ზემოხსენებული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებში
წინამდებარე დამუშავების პირობები შეიძლება გადაიხედოს ან შეიცვალოს. კომპანია იტოვებს უფლებას რომ შეცვალოს წინამდებარე დამუშავების პირობები, ამ ცვლილებების წინამდებარე ვებ-გვერდზე ————- გამოქვეყნებით. ჩვენ შევატყობინებთ მონაცემთა სუბიექტებს წინამდებარე დამუშავების პირობებში ცვლილებათა შეტანის თაობაზე ჩვენს ვებ-გვერდზე შესაბამისი ანოტაციის გამოქვეყნებით.