შპს „დედიკოს” ვებ–გვერდით სარგებლობის წესები და პირობები (სავაჭრო პოლიტიკა)
- წესები და პირობები
- წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „დედიკოს“-ს (ს/ნ: 405710477) (შემდგომში „კომპანია“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის ვებგვერდის გამოყენებას.
- პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობების შესაბამისად. კომპანიის ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს. კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები იხილეთ: ————-
- ვინაიდან, კლიენტს სურვილი აქვს გახსნას კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში, რათა მიიღოს მომსახურება, კომპანია და კლიენტი თანხმდებიან წინამდებარე ვებგვერდის წესებსა და პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება და კომპანიის მიერ კლიენტისთვის მომსახურებების გაწევა;
- გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს;
- ყველა კლიენტი, რომელსაც სურს დედიკო-ს პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები;
- კომპანია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე;
- ნივთის/პროდუქტის შეკვეთით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ვებგვერდის წესებსა და პირობებს, კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს, შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების პირობებს და შეძენილი ნივთის მიწოდების პირობებს.
- ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
- ანგარიში – კლიენტის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებული ანგარიში;
- ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა და მოიცავს წინამდებარე წესებისა და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
- ვებგვერდი –კომპანიის ონლაინ გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომხმარებლის მიერ მომსახურების/ნივთის შეკვეთა და კომპანიის მიერ შემდგომი მომსახურების გაწევა;
- გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან;
- კლიენტი/მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს კომპანიისაგან მიიღოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება;
- კომპანია – შპს „დედიკო“, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი: 405710477, ფაქტობრივი მისამართი, ქ. თბილისი, ცაგარელის ქ. #53;
- მომხმარებელი, მომხმარებლები –კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრირებული კლიენტი;
- მხარეები – ნიშნავს კომპანიას და მის მომხმარებლებს;
- ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
- უნივერსალური იდენტიფიკატორები – კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
- წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
- ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით;
- განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
- კლიენტი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
- გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობებით ან მასთან გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
- მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
- მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
- პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
- მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
- იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
- თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, კომპანიამ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები. უფრო დეტალურად ინფორმაციის მისაღებად გაეცანით კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს;
- მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
- მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და ადასტურებს, რომ წინამდებარე წესები და პირობები ხელშეკრულების(მის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული შეკვეთის) განუყოფელი ნაწილია შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებითა და წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის სათქმელად;
- მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
- კომპანიის პლატფორმით მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ვებგვერდის წესებსა და პირობებს, ხოლო ანგარიშის გახსნით ან/და ნივთის შეძენით ის ადასტურებს, რომ გაეცნო ვებგვერდის წესებსა და პირობებს, შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების პირობებს და შეძენილი ნივთის მიწოდების პირობებს და ეთანხმება მათ;
- მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
- მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
- მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ( და ასევე, საიტზე რეგისტრირებული ელ.ფოსტიდან გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@dediko.ge, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;
- პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
- მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, ხოლო უარის შემთხვევაში, გააუქმოს შესაბამისი ანგარიში;
- იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:
- სახელი და გვარი;
- ელ. ფოსტა;
- პაროლი;
- პაროლის დადასტურება;
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხმარებელი პროფილის და შეკვეთის განთავსების გვერდზე ავსებს შემდეგ ინფორმაციას:
- ნივთის მისაწოდებელ მისამართს, პირად ნომერს და ტელეფონს;
- პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით;
- პაროლის აღდგენის პროცესში მომხმარებელს შეჰყავს ელ.ფოსტა, რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას;
- მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ვებ-გვერდზე გარკვეული ფუნქციონალის გამოყენებისას დაგვჭირდება SMS კოდებით მომხმარებლის ვალიდაცია. SMS კოდების გასაგზავნად გამოვიყენებთ SMS Office სერვისს;
- მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტის და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;
- ავტორიზაცია
- ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
- ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით;
- კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტები
- მოცემული ვებ-გვერდის მეშვეობით კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს მის ასორტიმენტში არსებულ საქონელთან დაკავშირებულ მომსახურებას;
- პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
- მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კომპანიის პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას;
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
- ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ მოქმედებს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმებამდე;
- კლიენტის მიერ ამ წესებითა და პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას;
- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
- ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
- იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებით დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ;
- ერთიანი ხელშეკრულება
- წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, შეკვეთა ან/და შეკვეთის მიღება) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას.
შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების პირობები
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
კომპანია თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი ნივთის უკან წაღებას თბილისის ტერიტორიაზე 2 სამუშაო დღეში, დიდი და პატარა რეგიონების შემთხვევაში ნივთის დაბრუნება მოხდება განაცხადის დაფიქსირებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში 7-10 სამუშაო დღის განმავლობაში.
- მომხმარებელს შეუძლია განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით დედიკო-ს მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონულ მეილზე info@dediko.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 574 115 177.
- თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის დაუზიანებელი ყუთი (არ იგულისხმება ყუთის გახსნა), აქსესუარები და სხვა.
- თუ პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია წინამდებარე დოკუმენტში მითითებული საგამონაკლისო რომელიმე საფუძვლის გამო, აღნიშნულთან დაკავშირებით გეცნობებათ info@dediko.ge-ის მიერ შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში და ნივთი დაგიბრუნდებათ უკან.
- კომპანიის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
- თუ პროდუქტი ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
- თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.
უპირობოდ დაბრუნებას არ ექვემდებარება შეძენილი საქონელი, თუ:
- პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
- მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა);
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
შეძენილი ნივთის მიწოდების პირობები
კომპანიის ვებგვერდზე პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა შეუძლია.
შეძენილ ნივთს მომხმარებელი მიიღებს 2-4 სამუშაო დღეში. თბილისის მასშტაბით პროდუქტის მისამართზე მიწოდების ღირებულება შეადგეს 8 (რვა) ლარს, ხოლო რეგიონში 3-6 დღეში და ღირებულებაა 12 (თორმეტი) ლარი. საკურიერო მომსახურება ხორციელდება საქართველოს ფოსტის მიერ.